·
პროექტის აქტუალობა:არის თუ არა გენიალობა კავშირში ცხოვრების პირობებთან.
·
პროექტის მიზნები:აანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება ბავშვებში.
·
მონაწილეთა
ასაკი:16-17წელი.
·
ვადები/ხანგრძლივობა:1თვე.
·
მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება
შეიქმნას:მოეწყობა მწერლის საღამო.ბავშვები სერიოზულად დაფიქრდებიან იმაზე,რომ სოფელშიც შეიძლება გენიოსები აღიზარდონ.
·
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი
რესურსები:დაფა,ცარცი,კომპიუტერი,ტრანსპორტი.
·
პროექტის მსვლელობა (ძირითადი
აქტივობები):მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაეცნობიან ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალებს,ნახავენ ჩარგალს, იმ რეალობას რომელშიც ვაჟა იზრდებოდა,ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ნახავენ იმ სიდუხჭირეს რომელიც შემორჩენილია მწერლის სახლ-მუზეუმში, ნახავენ მის პირად ნივთებს, იქვე გაიხსენებენ ვაჟას ლექსებს ,,სიმღერა''-,,ხარს ვგევარ ნაიალაღარს, რქით მიწასა ვჩხვერ,ვბუბუნებ,ღმერთო სამშობლო მიცოცხლე,მძინარიც ამას ვდუდუნებ'' ,,გული''- ,,გული გავგზავნე ქვეყნადა,სალაღოდ,სანავარდოდა'' და სხვა. ამის შემდეგ ბავშვები იმსჯელებენ როგორი იქნებოდა ვაჟას შემოქმედება მას რომ ქალაქში ეცხოვრა, აიღებენ ინტერვიუებს შემდეგი კითხვებით: როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება ვაჟას მსგავს პირობებში, ჩარგალში და ასე შემდეგ, ხოლო აქ მიღებულ შთაბეჭდილებებს გააცნობენ იმ აუდიტორიას, რომელიც მწერლისადმი მიძღვნილ საღამოზე ეყოლებათ მოწვეული.
·
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი:ისტორია,ფოლკლორი,გეოგრაფია.
·
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი):მარინე ლომიძე.
·
ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა:marine.lomidze5@gmail.com