Wednesday, August 28, 2013

პროექტის აღწერა

·         პროექტის სახელწოდება;ვაჟა-ფშაველა.





·         პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:გარემო პირობების კავშირი შემოქმედებასთან
·         პროექტის აქტუალობა:არის თუ არა გენიალობა კავშირში ცხოვრების პირობებთან.
·         პროექტის მიზნები:აანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება ბავშვებში.
·         მონაწილეთა ასაკი:16-17წელი.
·         ვადები/ხანგრძლივობა:1თვე.
·         მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოეწყობა მწერლის საღამო.ბავშვები სერიოზულად დაფიქრდებიან იმაზე,რომ სოფელშიც შეიძლება გენიოსები აღიზარდონ.
·         პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:დაფა,ცარცი,კომპიუტერი,ტრანსპორტი.
·         პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები  კიდევ ერთხელ გაეცნობიან ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალებს,ნახავენ ჩარგალს, იმ რეალობას რომელშიც ვაჟა იზრდებოდა,ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ნახავენ იმ სიდუხჭირეს რომელიც შემორჩენილია მწერლის სახლ-მუზეუმში, ნახავენ მის პირად ნივთებს, იქვე გაიხსენებენ ვაჟას ლექსებს ,,სიმღერა''-,,ხარს ვგევარ ნაიალაღარს, რქით მიწასა ვჩხვერ,ვბუბუნებ,ღმერთო სამშობლო მიცოცხლე,მძინარიც ამას ვდუდუნებ'' ,,გული''- ,,გული გავგზავნე ქვეყნადა,სალაღოდ,სანავარდოდა'' და სხვა. ამის შემდეგ ბავშვები იმსჯელებენ როგორი იქნებოდა ვაჟას შემოქმედება მას რომ ქალაქში ეცხოვრა, აიღებენ ინტერვიუებს  შემდეგი კითხვებით: როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება ვაჟას მსგავს პირობებში, ჩარგალში და ასე შემდეგ, ხოლო აქ მიღებულ შთაბეჭდილებებს გააცნობენ იმ აუდიტორიას,  რომელიც მწერლისადმი მიძღვნილ საღამოზე ეყოლებათ მოწვეული.
·         საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია,ფოლკლორი,გეოგრაფია.
·         პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი):მარინე ლომიძე.
·         ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:marine.lomidze5@gmail.com

·         პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: http://marinelomidze5.blogspot.com/